საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს - გახდებიან თუ არა სუვერენული სახელმწიფოები, უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრები.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დღეს, 18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო…
აზერბაიჯანში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით დაიწყო. პირველ რიგში სამედიცინო მუშაკები იცრებიან.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი ხიმკის საქალაქო ოლქის პოლიციის შენობაში გაიმართა, სადაც ის გუშინ, შერემეტიევოს აეროპორტში დაკავების შემდეგ გადაიყვანეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ, ქალაქ საგარეჯოში, ნინოწმინდაში, გიორგიწმინდაში, წყაროსთავში, დუზაგრამაში, იორმუღანლოში, ლამბალოში, თულარში, ყანდაურასა და შიბლიანში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოები დაიწყო.
20 იანვარს, ღამის 12 საათზე „ენგურჰესი“ გაჩერდება, რის შედმდეგაც გვირაბი დაიცლება და სარემონტო სამუშაოები დაიწყება. როგორც შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ განაცხადა, სამუშაოები პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი და ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. ანქვაბს რუსეთში მკურნალობენ და როგორ ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად…
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბაკურიანში გეგმური მონიტორინგი განხორციელდა, თუმცა არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა და არც დაჯარიმებულა.
კასპში, ერთ-ერთ საწარმოში მძევლების აყვანისთვის დაკავებული 28 წლის გიორგი მენაბდიშვილი მეორე დღეა შიმშილობს. ის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11