weather cur horoscope tv
ივნისი 14, 2025

ფინკა ბანკი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ როგორც დისტანციური მომსახურებით, ასევე ეწვიონ სერვის ცენტრებს და სასურველი საბანკო ოპერაციები ადგილზე განახორციელონ.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქარელში, 1986 წელს დაბადებული კობა კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

სახალხო დამცველის დასკვნით, აჭარის ტელევიზიიდან ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის გათავისუფლება ან გადაყვანა სხვა პოზიციაზე შრომითი უფლებების დარღვევით…

27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, - ამის შესახებ…

27 და 28 აპრილს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მსუბუქი ავტოტრანსპორტით გადაადგილდნენ და დაბრუნდნენ რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. ორი დღის შემდეგ შეზღუდვები აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„როდესაც მოხდება თვითდასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ერთჯერადად 300 ლარით დაეხმაროს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ, 6 თვის განმავლობაში 1200 - თვეში 200 ლარით დაეხმარება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში სულ 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით), დაიღუპა 134, ხოლო დაშავდა 1610 პირი.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო ზუგდიდში ფერმერს 4 ტონა პომიდორი გაუფუჭდა. ინფორმაციას რეგიონული სააგენტო ლაივპრესი ავრცელებს.

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პროგრამა სამწლიანი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]