weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩინეთმა მთვარის ბნელ მხარეს ხომალდი გააგზავნა

14:56 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

ჩინეთმა ისტორიული კოსმოსური მისია დაიწყო. სიჩენგის თანამგზავრთა გაშვების ცენტრიდან გაუშვეს ხომალდი Chang’e-4, რომელიც მთვარის ე.წ. ბნელ მხარეს უნდა დაჯდეს.

მთვარის ბნელ მხარეს აქამდეც იკვლევდა სხვა ჩინური ხომალდი, მაგრამ - მხოლოდ ორბიტიდან, ახალი ხომალდი კი მთვარის ამ იდუმალი ნაწილის ზედაპირს გაცილებით დეტალურად შეისწავლის.

გეგმის მიხედვით, ხომალდი მთვარის ზედაპირზე 2019 წლის იანვრის დასაწყისში უნდა დაჯდეს. იგი მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს, გიგანტურ ვაკეზე, კარმანის კრატერში დაეშვება. მეცნიერები დეტალურად გამოიკვლევენ ხომალდის მიერ შეგროვებულ მონაცემებს და შემდეგ მთვარის ჩვენ მხარეს მოქცეული ნაწილისას შეადარებენ.

ხომალდმა თან წაიღო სამკილოგრამიანი კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა მცენარის თესლი (მათ შორის კარტოფილი) და თუთის აბრეშუმხვევიას ჭუპრები. მეცნიერებს აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა ისინი მთვარის ზედაპირზე გაზრდას. ამ ექსპერიმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს მთვარის სამომავლო კოლონიზაციის თვალსაზრისით.

მისიის წარმატების შემთხვევაში, ჩინეთი მთვარეზე ხომალდს მომავალ წელსაც გაუშვებს, რომელიც ზედაპირის ნიმუშებს აიღებს და დედამიწაზე ჩამოიტანს.

შეგახსენებთ, რომ დედამიწა და მისი თანამგზავრი ბრუნვის საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავენ, ამიტომაც მთვარის ერთი მხარე მუდმივად ჩვენი პლანეტისკენაა მოქცეული.

 

მსგავსი სტატიები:

იაპონია მთვარეზე ადამიანს გაგზავნის

აშშ და რუსეთი მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის შექმნაზე შეთანხმდნენ

Nokia და Vodafone მთვარეზე მეოთხე თაობის ინტერნეტს განათავსებენ

რუსეთი მთვარეზე ბაზის აშენებას 2020 წლიდან გეგმავს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]