weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

განტვირთვა

ცნობილია National Geographic-ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის 2017 წლის ფოტოკონკურსის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომლებიც 15 000-ზე მეტი კონკურსანტიდან აარჩიეს.

ჩრდილოეთ ოსეთში მძაფრსიუჟეტიანი რუსული ფილმის გადაღებები დაიწყო. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ფილმს სათაურად „ტერორისტის განადგურება“ (Уничтожение террориста), საფუძვლად უდევს 2006 წელს ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის ლიკვიდაციის ოპერაცია.

ვაშინგტონში მცხოვრები ფოტოგრაფი კაინოა ლიტლი საომარ ზონებში მოგზაურობითაა ცნობილი. მისი უკანასკნელი ფოტოების სერია ქალაქ მოსულშია შექმნილი, სადაც ფოტოგრაფმა ერაყის ფედერალური პოლიციის ძალების „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა ასახა.

ამერიკელმა არტისტმა ტომ ბობმა ნიუ იორკის ქუჩებში ე.წ. ქუჩის ავეჯი, ანუ მილები, ბოძები, მრიცხველები თუ ჭები ექსცენტრიული მიდგომით მოხატა და მრავალფეროვან, ცოცხალ და მხიარულ ორგანიზმებად აქცია.

ფინელმა მკვლევარებმა განახლებადი ენერგიის სისტემის გამოყენებით შექმნეს ერთუჯრედიანი ცილის ჯგუფი, რომელიც იმდენად ნოყიერია, რომ შესაძლებელია მისი საკვებად გამოყენება.

უმსხვილესი სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ ხელოვნურ ინტელექტს ქმნის, რომელიც მომხმარებლის პირად ცხოვრებას დაიცავს. ახალი ფუნქციის დახმარებით, პირადი ცხოვრების ფოტოების უნებართვოდ გავრცელება საგრძნობლად შეიზღუდება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების ფოტოებზე, რომლებიც პოპულარულმა გასართობმა ვებგვერდმა Bored Panda-მა გამოაქვეყნა, ქალაქების მრავალწლიანი განვითარება ძველი და ახალი შედარებული ფოტოებითაა ნაჩვენები.

სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ყოველწლიურ ფესტივალს სახელად - უიტბის სტიმპანკური უიკენდი, ასეულობით ადამიანი დაესწრო, რომლებიც ინდუსტრიული ეპოქის ესთეტიკისა და დიზაინით გამორჩეულ მე-19 საუკუნის კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი.

ამერიკული ტელეარხი HBO და ევროპის უმსხვილესი საკაბელო არხი Sky Television ჩერნობილის კატასტროფის შესახებ ხუთი ეპიზოდისგან შემდგარ მინი-სერიალს გადაიღებს.

პროფესიონალი კასკადიორი ტერი გრანტი მეორედ გახდა გინესის რეკორდსმენი. ბრიტანელმა პილოტმა ამჯერად „იაგუარის“ მოდელით E-Pace ე.წ. კასრის ტრიუკი შეასრულა და ავტომობილი ჰაერში ნახტომისას 270-იანი გრადუსით გადააბრუნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]