weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახა კალაძე თაკო ჩარკვიანზე თავდასხმაზე: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“

16:41 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

„რაც მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია. ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში. როგორი ბილწსიტყვაობა მიმდინარეობდა. პირდაპირ ეთერიდან დედის გინებაზე იყვენენ გადასული და ახლა, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ქუთაისის აეროპორტში ოპოზიციის მხარდამჭერ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

„რასაც დასთეს, იმას მოიმკი - ხომ იცით ეს გამონათქვამი. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის ბულინგი, რასაც თქვენი გენერალური დირექტორი აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში, მხედველობაში მაქვს გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რასაც ის აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და მისი მხარდამჭერების მიმართ, ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს, ან ვინ უნდა ჩარეცხოს გვარამიამ?“ – უთხრა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს კალაძემ.

პირველ დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტში, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მხარდამჭერს, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ბიზნესმენ ჯონი გიგანს, სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ძალადობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირიდან ორი - დავით ბაიდარაშვილი და გიორგი კერვალიშვილი, 700-700 ლარით დააჯარიმა. მესამე დაკავებულის, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსის, დავით მაჭავარიანის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა ჯერჯერობით არ დადასტურდა. მაჭავარიანის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]