weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

00:28 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018
ფოტო: Mari Nikuradze/OC Media ფოტო: Mari Nikuradze/OC Media

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმციით, გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან - დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა.

დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა 17 დეკემბერს, საგარეჯოში პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავების შემდეგ მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით თელავისკენ მიმავალ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ველისციხესთან გზა ავტობუსებით ჩაუხერგა და გავლის საშუალება არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შსს-ს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]