weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ორთაჭალაში მშენებლობიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა

21:26 შაბათი, 16 მარტი 2019

თბილისში, ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის N12-ში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მეორე მუშა, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, გარდაიცვალა. კიდევ ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან დღეს სამი ადამიანი გადმოვარდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 28 წლის და 53 წლის მამაკაცები არიან.

მუშები მაღალ სართულზე გარე ფასადს ღებავდნენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ისინი ხარაჩოზე იდგნენ, რა დროსაც ტროსი გაწყდა.

მშენებლობას კომპანია „ემ.ჯი ალიანსი“ აწარმოებს, რომელმაც 2017 წელს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბოლო სამ დღეში მშენებლობაზე დასაქმებულთა გარდაცვალების სამი გახმაურებული შემთხვევა დაფიქსირდა. 14 მარტს მუშა დაიღუპა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მიმდინარე მშენებლობაზეც.

სტატისტიკური მონაცემებით, შარშან, საწარმოო შემთხვევების შედეგად, 59 ადამიანი დაიღუპა, 199 კი დაშავდა. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დაშავებულთა რაოდენობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]