weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ვიმედოვნებ, აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობა შენარჩუნდება – ეუთოს წარმომადგენელი

17:28 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019
ფოტოზე ჰარლე დეზირი ფოტოზე ჰარლე დეზირი

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლე დეზირი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნება.

„თვალს ვადევნებ მოვლენების განვითარებას, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ნათია კაპანაძის მიმართ არსებულ უკმაყოფილებას ეხება. იმედი მაქვს, რომ მაუწყებელი გააგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული“, – ნათქვამია ეუთოს წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

ნათია კაპანაძის უნდობლობის პროცედურის დაწყება 11 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მოითხოვა. ამის შემდეგ განცხადება გაავრცელა აჭარის ტელევიზიამ, სადაც ნათქვამია, რომ  მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც მიიჩნევს, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში მედიის თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ზიანი მიადგება.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო 19 აპრილს იმსჯელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]