weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება

18:06 სამშაბათი, 23 აპრილი 2019
ფოტოზე მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი ფოტოზე მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო, 25 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე, დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების საკითხს განიხილავს.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. ახალი დირექტორის არჩევამდე მის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს.

ნათია კაპანაძის უნდობლობის პროცედურის დაწყება მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მოითხოვა. კაპანაძის გადაყენებას მხარი საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი იყო. ნათია კაპანაძე საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი. სამი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მისი იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]