weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„გარეჯა ჩვენია!“ – აზერბაიჯანის საელჩოსთან გიდებმა აქცია გამართეს

17:59 პარასკევი, 26 აპრილი 2019

„დავით გარეჯა არ არის ალბანური კულტურის და რელიგიის კერა! გარეჯა ჩვენია!“ – ამ ლოზუნგით გიდებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაასრულოს და დაადგინოს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა.

„უკვე არსებობს საზღვრის განმსაზღვრელი მარკირება – სადღაც 70% უკვე დარეგულირებულია ორივე მხარის მიერ. სადაოა ისტორიული დავით გარეჯის ტერიტორია. დაახლოებით, 30% საზღვრის არის გაურკვეველი, ალტერნატიული მიწაც შერჩეულია, როგორც ვიცით და უბრალოდ, პრობლემას ვაწყდებით გარეჯის კუთვნილებასთან დაკავშირებით.

ჩვენ დღეს ჩვენი აქციით ვაფიქსირებთ, რომ სხვა სამშობლო გარეჯას არ აქვს საქართველოს გარდა“, – განაცხადა „რუსთავი 2“-თან გიდმა, ნინო ჯაფარიძემ.

 ფოტო © Misha Zedginidze / Facebook

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმე დღის წინ ჩაკეტეს და დღეს გახსნეს. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის ინფორმაციით, მონასტრამდე არც სასულიერო პირებს უშვებდნენ და არც ტურისტებს. მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდვა დააწესეს მას შემდეგ, რაც 20 აპრილს დავით გარეჯის მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა და უდაბნოს მონასტერი მოინახულა. ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. დავით გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე მოლაპარაკებების ერთ–ერთი პრობლემატური საკითხი იყო.

გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მომავალში იმუშავებს საზღვრის დელიმიტაციაზე, რაც შეფერხებული იყო. ზალკალიანი იმედოვნებს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და საკითხი მოლაპარაკების გზით მოგვარდება.

მომხდარს გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების პრესმდივანმა, ლეილა აბდულაევამ სააგენტო Trend.az-თან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი–საქართველოს საზღვრის უსწრაფესად დელიმიტაციას ყოველთვის ემხრობოდნენ და მზად არიან ეს პროცესი დაასრულონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]