weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსთავის ეპარქია ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებს

10:35 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019
ფოტოზე რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) ფოტოზე რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)

რუსთავის ეპარქია ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს და მრევლს მოუწოდებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მივიდეს.

„ქალაქ რუსთავის მართლმადიდებელი ეპარქია და მისი მრევლი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის გიორგი ჯავახიშვილის სახელობის ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელი კორპუსების წინ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ობიექტის – ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით, რისთვისაც მოუწოდებს ეკლესიის მრევლს, ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქესა და დაინტერესებულ პირს, მიმდინარე წლის 2 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულში, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, საკუთარი პროტესტის გამოსახატად სოლიდარობისთვის მობრძანდეთ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე“, – ნათქვამია რუსთავის ეპარქიის განცხადებაში, რომელიც მათ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსთავის მცხოვრებლების ნაწილი ციხეების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს რამდენიმე კვირაა მართავს. მათი განცხადებით, ციხეები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში შენდება, რაც ბავშვებისთვის არაჯანსაღ გარემოს ქმნის. მანამდე მოქალაქეებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომლითაც თეა წულუკიანს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მშენებლობის შეჩერებიკენ მოუწოდეს. პეტიციის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რუსთავის მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გადაწყდა. მათივე თქმით, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების აშენება ქალაქის განვითარებას შეაფერხებს და რეკრეაციულ ზონას შეამცირებს.

თეა წულუკიანმა ამ საკითხზე განაცხადა, რომ კონკრეტული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად არის. მისივე თქმით, ციხის კედლებსა და საცხოვრებელ კორპუსებს შორის მანძილი სულ მცირე 100 მეტრია.

თეა წულუკიანის ინიციატივით, ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების აშენება იგეგმება. ერთი დაწესებულება 700, ხოლო მეორე 120 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]