weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“ – საკრებულოს წევრი სალომე ბარკერზე, რომელსაც და დაეღუპა

15:43 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

„ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ „ფეისბუქზე“ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო წარწერით – „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“ – გააზიარა. პოსტის გაზიარება დროში ემთხვევა ლაგოდეხში სალომე ბარკერის 16 წლის დის დაღუპვას.

ნანა კოსტავას მიერ გაზიარებული ვიდეოშარჟი 2018 წელს არის გადაღებული. მასში სალომე ბარკერს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული და ჯვარს გამოსახავს, რითიც კომპანია „აიისას“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

მას შემდეგ, რაც პოსტს გამოხმაურება მოჰყვა, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა პოსტი წაშალა და განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მომხდარი უბედურების შესახებ არაფერი იცოდა.

„ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად. მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს. ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი, რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ“, – წერს საკრებულოს დეპუტატი „ფეისბუქზე“.

სალომე ბარკერის 16 წლის და 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერთან მომხდარი შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

 

ამ თემაზე:

საკრებულოს დეპუტატი ნიშნის მოგებით მაია ასათიანის შვილის დაღუპვის შემდეგაც წერდა

ნანა კოსტავა საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]