weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორსა და ზუგდიდში გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები გამართეს

15:41 სამშაბათი, 02 ივლისი 2019
ფოტო © Qartli.ge ფოტო © Qartli.ge

გორსა და ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ორგანიზებით, დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძახილებით – „გადადგეს ჯალათი გახარია, რომელიც გვაბრმავებს“; „წადი, წადი“ „სისტემა უნდა დაინგრეს“, ქალაქის ცენტრში გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს.

„ლაივპრესის“ ინფორმაციით, 20 ივნისიდან დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს სოლიდარობა გამოუცხადეს ზუგდიდშიც, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ტრანსპარანტებით მსვლელობა მოაწყეს. აქციის რამდენიმე მონაწილეს სიმბოლურად, წითელი ლენტით ცალი თვალი ჰქონდა ახვეული.

„საქართველოს მოქალაქეებს დაუშინეთ ტყვიები. მოქალაქეებს, რომლებიც თქვენ გიხდიან ხელფასს; მოქალაქეებს, რომლებმაც თქვენ აგირჩიეს 2012 წელს. ზუსტად ეს მოქალაქეები დღეს გეუბნებით, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ“, - განაცხადა აქციის მონაწილე სალომე ფარცვანიამ.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას. ერთ-ერთმა მათგანმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მისმა ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ სერგეი გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. რუსი დეპუტატი კი ამბობს, რომ იქ დაიკავა ადგილი, სადაც ქართულმა მხარემ მიუთითა.

21 ივნისს, აქციის დარბევიდან მეორე დღეს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგმის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები დღემდე გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]