weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

11:29 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დღეს გამოაცხადა.

„ველოდებოდით, რომ მაქსიმალურ სასჯელს - 5 წელს მიუსჯიდნენ. მიუსაჯეს სამი წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, ამის შესახებ კონსულტაციას ადვოკატთან და პროკურორთან გავივლით. მიმაჩნია, რომ სამი წელი ცუდი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ მისი ადვოკატების მტკიცებით, ის აბსოლუტურად უდანაშაულო იყო და მტკიცებულებები არ არსებობდა“, – განაცხადა ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ.

მისივე თქმით, ოჯახი გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიეცნენ სხვა სამართალდამცველებიც.

15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 2019 წლის 11 დეკემბერს სცადა. დაშავების შემდეგ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით 6 დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული, სადაც 17 დეკემბერს გარდაიცვალა. შემთხვევას წინ უსწრებდა 10 და 11 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, არასრულწლოვნის გამოკითხვა. მას „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდნენ.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით (ჩვენების მიცემის იძულება) დააკავა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, 15 წლის ლუკა სირაძე პოლიციაში გამოკითხვისთვის დაახლოებით ექვსსაათნახევარი, ღამის თორმეტის ნახევრამდე იმყოფებოდა და გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა მას უთხრა, თუ დანაშაულს არ აღიარებდა, მის ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, გარკვეული სახის პრობლემები შეექმნებოდა.

ლუკა სირაძის დედის, ელიკო ჩხიტუნიძის განცხადებით, ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების კიდევ 4-5 თანამშრომელი ახდენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]