weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

აჭარაში შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

18:10 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020

შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის „ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“ მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, ჯამში 185 პირს, გამოკვლევა ჩაუტარდა. ამასთან, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ 99 მებაჟე ოფიცერს. გამოკვლეული პირებიდან COVID-19 სამ თანამშრომელს დაუდასტურდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 23 აჭარას უკავშირდება. ვირუსით დაავადდა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელი, რის გამოც უწყებამ მუშაობა დროებით შეაჩერა. ინფიცირებულებს შორის არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმა. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამი დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ე.წ. ხოფის ბაზრობას.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე გაიზარდა და 8 გახდა.

„აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,04-ია, რაც ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონი უკვე წითელი ზონაა და ამიტომ იქ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, კერძოდ, რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება“, – განაცხადა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ რეგიონის ჩაკეტვაზე ამ ეტაპზე საუბარი არის.

აჭარაში შექმნილი ეპიდ-ვითარების გამო ერთი თვით, 12 ოქტომბრისთვის გადაიდო ბათუმის ახალი სტადიონის საზეიმოდ გახსნის ღონისძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]