weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სატელიტის ფოტოების მიხედვით 19-20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა იქ არ იდგა – ადვოკატი

10:25 ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სატელიტის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 და 20 ივლისს თეთრიწყაროს რაიონში, იმ ადგილზე არ იდგა, სადაც 22 ივლისს იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, სატელიტური ფოტოები დამოუკიდებლად მოიპოვა. როგორც ის ამბობს, 18, 21 და 22 ივლისს ღრუბლიანობა იყო, რის გამოც რთულია გარჩევა, იდგა თუ არა საავტომობილო გზიდან დაახლოებით ას მეტრში ბაჩალიაშვილის ავტომობილი.

„ბევრჯერ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ იქნებ გვქონოდა საშუალება, სატელიტიდან ამოგვეღო 18-დან 22 ივლისამდე გადაღებული სურათები, ავტომობილი იდგა თუ არა შემთხვევის ადგილზე. პროკურატურიდან იყო პასუხი, რომ 18-დან 22 ივლისამდე იყო ღრუბლიანობა და ეძებდნენ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ადვოკატის თქმით, გამოძიების მასალებში დრონის კადრებია, რომლებიც „აბსოლუტურად სხვაგან არის გადაღებული“.

„72 საათი, ანუ 19 ივლისიდან 21 ივლისამდე ყოფილან დაკავებული სამძებრო სამუშაოებით. სულ არის 9 ვიდეო და მათი ხანგრძლივობა, მთლიანობაში რომ შევკრიბე, 30 წუთია. მოკლედ,

გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ბევრი იშრომეს, ბევრი ვიბრძოლეთ და მე მაქვს სატელიტის მიერ გადაღებული 19 ივლისის და 20 ივლისის კადრები, იმ კოორდინატებზე ავტომობილი არ დგას. თავიდანვე ვამბობდი, რომ იქ ავტომობილი არ იდგა“, – განაცხადა ბაჩალიაშვილების ადვოკატმა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე მისსავე ავტომობილში იპოვეს. ოჯახი და პოლიცია მას 18 ივლისიდან ეძებდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა პროკურატურამ 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები აღმოჩნდა. პროკურატურის განცხადებით, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

ოჯახი და ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფენ. ისინი აცხადებენ, რომ 23 წლის ქალი მოკლულია - ვარაუდობენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სხვა ადგილზე მოკლეს და ავტომობილი სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე მოგვიანებით გადაიტანეს.

 

ამ თემაზე:

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის დათვალიერების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ბაჩალიაშვილის ორგანიზმში სასიკვდილო ოდენობაზე მეტი მედიკამენტები აღმოჩნდა – პროკურატურა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]