weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა

14:43 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020
რადიო ათინათის ფოტო რადიო ათინათის ფოტო

ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა, ბანკის შენობაში თანამშრომლების გარდა რამდენიმე მოქალაქეც არის.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მთავარი არხის ჟურნალისტთან განაცხადა, რომ თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც ბანკში შესვლამდე რამდენჯერმე გაისროლა და თქვა, რომ ძარცვა იყო. თანამშრომლის თქმით, მამაკაცს ნიღაბი არ ეკეთა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ინფორმაციით, ბანკში ერთი ადამიანია შეჭრილი.

„ახლა, ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ვაცადოთ ამ ხალხს“, – განაცხადა გახარიამ.

შემთხვევის ადგილზე მივიდა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში გიგი უგულავა. როგორც მან განაცხადა, მძევლებს შორის პარტიის თანამშრომლის ახლო ნათესავიც იყო, რომელიც ბანკის შენობიდან გამოუშვეს.

„ნაწილი გამოუშვა. თავდამსხმელი ერთია და 15-20 მძევალს ფიზიკურად ვერ შეინარჩუნებდა. დაიტოვა სამი. ვიცი, რომ აცვია სამხედრო ფორმა, აქვს ხელყუმბარა და ავტომატი. ეს მომიყვა იმ ადამინმა, ვინც შიგნით იყო“, – განაცხადა უგულავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას.

 

ამ თემაზე:

თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარს ითხოვს

თავდამსხმელი პოლიციას 2 საათს აძლევს მოთხოვნების შესასრულებლად – მძევალი

ნულოვანი რეაგირებაა სამართალდამცავების მხრიდან, რაც მძარცველს აღიზიანებს – მძევალი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]