weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა

13:00 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1883 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3105 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების 28 205 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 6710 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2890, აჭარაში – 819, იმერეთში – 1364. მძიმეა 1146 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში იმყოფება – 527, აჭარაში – 146, იმერეთში – 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 438 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 47, იმერეთში – 60.

გუშინ, 14 დეკემბერს, კორონავირუსით გარდაცვალების 49 შემთხვევა დაფიქსირდა, 13 დეკემბერს კი – 50. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელძემ განაცხადა,ორი კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]