weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2021

როდის გაიხსნება სკოლები – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

13:35 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 hits 671

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს არ აძლევს საშუალებას ისაუბრონ, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები.

ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე უპასუხა:

„სკოლები და საბავშვო ბაღები ნამდვილად ჩვენი პრიორიტეტია, ვინაიდან ჩვენ არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც ხშირად ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნება და ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს.

ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა საჭირო პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა ჯანდაცვს მინისტრმა.

სკოლებში არდადეგები 15 იანვარს სრულდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 16-17 იანვარი უქმე დღეებს ემთხვევა, სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან უნდა განახლდეს. განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ თუ დისტანციურ რეჟიმში.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 19 438 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1618 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 551.

 

ამ თემაზე:

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]