ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსი სულ 257 632 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 248 537. კორონავირუსს ჯამში 3159 ინფიცირებული ემსხვერპლა.
დღეს საქართველოში ინფიცირების 5910 აქტიური შემთხვევაა.
გუშინ, 29 იანვარს, ჩატარებული 19 311 ტესტის შედეგად კოვიდ-ინფიცირების 669 შემთხვევა დადასტურდა. 28 იანვარს, 18 000 ტესტი ჩატარდა და 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 27 იანვარს 18 007-მა კვლევამ 742 ახალი შემთხვევა გამოავლინა.