weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი – აშშ-ის საელჩო

18:59 პარასკევი, 12 მარტი 2021
ფოტოზე - საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ფოტოზე - საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდებიან ტელეკომპანია „პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას.

საელჩოს განცხადებით, გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები.

„საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

6 მარტს „პირველის“ ეთერში გავიდა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, როგორ სჯიან ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებმაც გაბედეს და სოციალურ ქსელში ბერას შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, ჩანაწერები 2010-2011 წლებშია გაკეთებული, როდესაც ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო, ხოლო ღარიბაშვილი საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

9 მარტს, ჩანაწერების მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედების - ამოღების განხორციელების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა და პროკურატურას მასალების ამოღებაზე ნებართვა მისცა.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მისმა აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]