weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს - ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორი

16:34 კვირა, 14 მარტი 2021

„ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ შეუძლებელია ქვეყანა იყოს ოკუპირებული, წართმეული ჰქონდეს ტერიტორიის 20 %-ზე მეტი და ვინმემ გაბედოს, თუნდაც ერთი გოჯი მიწის გასხვისება - ეს შეუძლებელია, ეს არ მოხდება, ამიტომ უნდა გაუქმდეს ხელშეკრულება და შეწყდეს ამ თემაზე საუბარი“, - განაცხადა ააქციაზე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორმა ენდი ნემსიწვერიძემ.

„დღეს ლეჩხუმში რა მდგომარეობაა, რაჭაში რა მდგომარეობაა, შეიძლება მივიდეს კაცი და სახლ-კარი, კარმიდამო სულ რაღაც 2000 და 3000 ლარად იყიდოს.

დაცლილია მთა, გაჭირვებულია ხალხი. ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, კაშხლის სიმაღლეზე, ელექტრო თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე კი არა, უპირველეს ყოვლისა ხალხის გაჭირვებაზე და იქ არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე იზრუნოს.

რას მოიტანს იქ შენება, რა იქნება იქ ხვალ, მითუმეტეს 99 წლის განმავლობაში - იცის ვინმემ?

რადგან დღეს ეს საკითხი წამოჭრეს რიონისპირელმა ბიჭებმა, მე მჯერა, რომ ხვალ მათ შეუერთდებიან ალაზნისპირელები, არაგვისპირელები და საქართველო თავის ღირსებას დაიბრუნებს“, - აღნიშნა ენდი ნემსიწვერიძემ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დღეს გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 22 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქციაზე სიტყვით საჩხერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც გამოვიდა. „რეგინფო“ ყურადღებით დააკვირდება, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე საჯარო მოსამსახურეებს პრობლემებს ხომ არ შეუქმნიან.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანია „ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, მთავრობის მიერ ერთი წლის წინ თურქული კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს დღეს კიდევ ერთი დაემატა - გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა.

აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მომდევნო აქცია პარლამენტთან გაიმართება: „ჩვენ არ გვინდა ეს ყველაფერი გადავზარდოთ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებში და წავიდეთ რევოლუციური სცენარით, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ აბსოლუტურად შესაძლებელი პროცესია, შეიძლება ესეც არ გაგვიჭირდეს, როდესაც ამდენი ადამიანი დგას ამ მოედანზე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოემატება ჩვენს ერთობას, ქართველი ხალხის ერთობას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]