weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა“ – გენერალურ პროკურატურასთან აქცია გაიმართება

13:57 ხუთშაბათი, 03 ივნისი 2021
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი / სახალხო დამცველის ფოტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი / სახალხო დამცველის ფოტო

ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს, 18:00 საათზე გენერალურ პროკურატურასთან აქცია სახელწოდებით დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა გაიმართება.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, რომ დახუროს ნინოწმინდის პანსიონის ტიპის ბავშვთა სახლები და „დაიხსნას ბავშვები ძალადობრივი გარემოდან“, სასწრაფოდ გამოიძიოს პანსიონთან დაკავშირებული დანაშაულებები და შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „დროა“ და მისი ლიდერი ელენე ხოშტარია არიან.

გუშინ სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ოფიციალური მონაცემებით, 53 აღსაზრდელია. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ის ერთადერთი ასეთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც მის წარმომადგენლებს შესვლის და მონიტორინგის განხორციელების შესაძებლობა არ ეძლევათ. 2020 წლის ივნისიდან დაახლოებით ექვსი თვე პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებიც ვერ შედიოდნენ.

ბავშვთა პანსიონს სხალთის ეპარქიის მმართველი, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელიც ფიქრობს, რომ პანსიონში მყოფი ბავშვების სული მას აბარია და მიიჩნევს, რომ ბავშვებთან სახალხო დამცველის მიშვება უმძიმესი დანაშაულია. პანსიონის ადმინისტრაცია სწორედ მეუფე სპირიდონის კურთხევით არ აძლევს სახალხო დამცველის აპარატს დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარების უფლებას.

მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების პანსიონში შესვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა სახელმწიფოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაავალა, თუმცა ეს ვალდებულება ხელისუფლებამ დღემდე არ შეასრულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]