weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონში სექსუალურ ძალადობას გამორიცხავს

14:52 ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სექსუალურ ძალადობას გამორიცხავს. საუბარია საქმეზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლიდან იძიებს.

„გამოვრიცხავ, რომ იქ სექსუალურ ძალადობაზე რაიმე საფუძველი არსებობდეს, იმიტომ, რომ ერთადერთი საქმე, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობს, მიმდინარეობს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი არც დაზარალებული, არც ბრალდებული და არც არავიზეა სამართლებრივი დევნა. ამის უტრირება მოხდა, მუდმივად ტრიალებდა ეს თემა. ეს არის საქმე, რომელიც აღიძრა განცხადებაზე და რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

2 ივნისს, სახალხო დამცველმა, გენერალური პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ‪2016-2021 წლებში, დაწყებულია გამოძიება ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის სამ (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (137-ე მუხლი).

საპატრიარქომ განაცხადა, რომ მიმდინარე საქმეების შესახებ მათაც სახალხო დამცველის განცხადებიდან შეიტყვეს. „რუსთავი 2“-ის ეთერში დეკანოზმა ჯაღმაიძემ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„როგორც ირკვევა, არცერთი საქმე არ იხსნება, რადგან ეს საქმეები აღძრულია იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება აქვს რიგ განცხადებებზე აღძრას საქმეები“, – განაცხადა დეკანოზმა.

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს ჩაატარა, რამაც ბავშვთა მიმართ ძალადობა და დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. მონიტორინგის განხორციელება წელს იყო დაგეგმილი, თუმცა 15 აპრილსა და 19 მაისს, პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, მეუფე სპირიდონის მითითებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]