weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გურჯაანში მცხოვრები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი დაკავებულია

10:36 პარასკევი, 02 ივლისი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს. როგორც რეგინფოსპროკურატურაში განუცხადეს, მას ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.  

სამართალდამცველებმა ბადუაშვილი თბილისში, 30 ივნისს დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 

მალხაზ ბადუაშვილი 2005 წელს ვანო ტურიაშვილის მკვლელობისთვის არის გასამართლებული. მიმდინარე წლის 25 მარტს მას, სავარაუდოდ შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ და ალექსანდრე ტურიაშვილებმა ავტომობილს, სადაც მალხაზ ბადუაშვილი და კიდევ სამი მამაკაცი იჯდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენები კი დაიჭრნენ. ამის შემდეგ, 29 მარტს, ბადუაშვილი სამაცივრე მეურნეობა დაიწვა. მალხაზ ბადუაშვილის სახელს უკავშირდება აპრილში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში ხანძრის გაჩენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]