weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ არ არის აცრილი ვაქცინის მეორე დოზით

10:53 შაბათი, 04 დეკემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ არ არის აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით. „რუსთავი 2“-ის ეთერში, ჟურნალისტის შეკითხვას, მეორე დოზით წლის ბოლომდე აიცრება თუ არა, მინისტრმა დადებითი პასუხი გასცა.

„ამაზე ძალიან ბევრი კითხვაა საზოგადოებაში და ახსნა არის ძალიან მარტივი: პირველი დოზა გავიკეთე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული ჩემი ასაკის მოქალაქეებისთვის და ასევე, სქესისთვის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩათვლილი, როგორც უსაფრთხო ვაქცინა. თუმცა, შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრებები და იმ პერიოდში, სანამ მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, უკვე ვიყავი ინფიცირებულიც.

მერე გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ამან, რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც გარკვეული მცირედი გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც უკვე საჭიროდ ჩაითვალა კონსულტაციები, რომელი ვაქცინით უნდა გავაგრძელო აცრა.

დღეს უკვე ხდება ცნობილი, რომ დასაშვებია, ადამიანებს, რომლებიც არ არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, აქვთ საშუალება მიიღონ დამატებითი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის არის უსაფრთხო და ასევე „ბუსტერ“ დოზაზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინით.

ამიტომ, ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც რაც უფრო ადრე გახდებოდა საჯარო, შეიძლება გარკვეული კამათის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო, იყო ეს სიმართლე თუ ტყუილი. ვინაიდან, ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული პასუხები ამასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ასევე რომ არ შემექმნა გარკვეული პანიკა მოსახლეობაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი უკვე უფრო მეტად ცხადი ხდება, თუ რა შეიძლება იყოს ჩემი შემდგომი გზამკვლევი ვაქცინაციაზე, მე მივიღებ ჩემს კუთვნილ დოზას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 23 მარტს აიცრა. პირველ ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ამ შუალედში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წლამდე პირები აღარ აცრილიყვნენ, თუმცა მალევე ეს ზღვარი 45 წლამდე შემცირდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]