weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით სარალიძის მკვლელობისთვის გიორგი მენაბდეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

18:53 სამშაბათი, 11 იანვარი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე 16 წლის დავით სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე, შეფარდებული სასჯელი ¼-ით შემცირდა და საბოლოოდ, 10 წლით და 6 თვით განისაზღვრა.

დეკანოზ შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდე გასული წლის აპრილში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, ჩადენილს ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს, გიორგი მენაბდემ მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა არასრულწლოვან დავით სარალიძეს.

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ.

დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი გიორგი ჯანაშიას, რომელიც სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. მოგვიანებით მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის შედეგადაც პატიმრობის ვადა 8 წლამდე შეუმცირდა. აქედან 4 წელი მას პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოეხადა, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაუთვალეს. ე.წ. უდოს კომისიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ჯანაშიას საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალა და საპატიმროდან გათავისუფლდა. შესაბამისად, მან ციხეში 3 წელი გაატარა. 

სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს მიხეილ კალანდია დააკავეს. 2020 წლის 25 თებერვალს სასამართლომ კალანდიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]