weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან – პრემიერი ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე

10:49 პარასკევი, 02 მარტი 2018

ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში იყოს გადმოსვენებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სამძიმარი ვუთხარი ოჯახს. გავაცანი ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში იქნას ცხედარი გადმოსვენებული.

რაც მოხდა, არის უდიდესი ტრაგედია და ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იქნეს დისკრედიტირებული.

საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით და რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ჩემი სიტყვა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკებები 26 თებერვალს და 1-ელ მარტს უშედეგოდ დასრულდა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი.

 

ამ თემაზე:

ილია II არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას დაპირდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]