weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Echowaves-ზე ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ირანის მოქალაქეები დააკავეს

11:56 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018

ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ Echowaves-ზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ირანის სამი მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ. ფ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ფესტივალის მიმდინარეობისას ნარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ.

„პოლიციამ დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო. ჰ.ფ.-ს და ა.დ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, 25 აგვისტოს, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა. მეორე დღეს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს ორი და ირანის ორი მოქალაქე დააკავა

ფესტივალი 23 აგვისტოს დაიწყო და დღეს დაიხურა. პროექტი სახელმწიფომ 4 160 000 ლარით დააფინანსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]