weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურის მაღალჩინოსნებზე პრემია-დანამატების გაცემა დროებით შეჩერდა

14:34 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებზე დანამატების და პრემიების გაცემა დროებით შეჩერდა. საქართველოს მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პრემია-დანამატები უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულებამდე აღარ გაიცემა.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, რეორგანიზაციის შედეგად პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა.

„მიმდინარე რეორგანიზაცია ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ეფექტური მმართველობის შექმნას ემსახურება“, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

„რეგინფო“ წერდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან მთავარი პროკურორის სარგოს ოდენობა თვეში 6600 ლარი გახდა. კანონის თანახმად, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების ანაზღაურება, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, ფულად ჯილდოს (პრემიას) და სხვადასხვა სახის დანამატებსაც მოიცავს. ამასთან, მათზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები დანამატებისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) გაცემის საკითხებში.

2017 წელს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 18 - ჯერ აიღო, რამაც საერთო ჯამში 70 440 ლარი შეადგინა. შოთაძემ 2016 წელსაც 18-ჯერ აიღო პრემია-დანამატები, ხოლო მისმა მოადგილეებმა - მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ 21-ჯერ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]