weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავარმა პროკურორმა ერთ წელში 70 440 ლარის ოდენობით პრემია-დანამატები მიიღო

12:09 შაბათი, 03 მარტი 2018

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2017 წლის განმავლობაში ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 18 - ჯერ აიღო, რაც საერთო ჯამში 70 440 ლარს შეადგენს.

მთავარი პროკურორის თანამდებობრივი სარგო, 2018 წლის 1 იანვრამდე, თვეში 3 910 ლარი იყო, ანუ წელიწადში 46 920 ლარი. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი შოთაძემ 2017 წელს სარგოსთან ერთად 18-ჯერ მიიღო დანამატი და პრემია. სულ მისი წლიური ანაზღაურება 117 360 ლარი იყო, საიდანაც 70 440 ლარი პრემია-დამანატების თანხაა. 

ხელფასის ეს ოდენობა ირაკლი შოთაძის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მიღებული ყველაზე მაღალი თანხაა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ზუსტად იმავე ოდენობით ხელფასი - 117 360 ლარი - მიიღო მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ

„რეგინფო“ წერდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან მთავარი პროკურორის სარგოს ოდენობა თვეში 6600 ლარი გახდა. კანონის თანახმად, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების ანაზღაურება, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, ფულად ჯილდოს (პრემიას) და სხვადასხვა სახის დანამატებსაც მოიცავს. ამასთან, მათზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები დანამატებისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) გაცემის საკითხებში.

 

მსგავსი თემები:

მთავარმა პროკურორმა პრემია-დანამატები 18-ჯერ, მოადგილეებმა კი 21-ჯერ მიიღეს 

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო 

ქვემო ქართლისა და აჭარის პროკურორებმა ერთ წელში დანამატი 22-ჯერ მიიღეს

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა დანამატი 26-ჯერ მიიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]