საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებული ერთი თვის ტყუპები გარდაიცვალნენ. მანამდე ვირუსს მათი დედა, 47 წლის ქალი ემსხვერპლა. მას გადაუდებელი საკეისრო კვეთა ორსულობის 28-ე კვირაზე ჩაუტარდა.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, ვაქცინაციის დაბალი ტემპი, რაც ბოლო დღეებში შეინიშნება, ძალიან საგანგაშოა. გაბუნიას თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციის მაჩვენებელი.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი, მისი შემადგენლობის 12-დან 5 წევრამდე შემცირების გამო, გაუქმდა. 13 აგვისტოს შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკომ გუშინდელ…
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ და იმ ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, შოკში ჩააგდო.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, რთველი - 2021 განსაკუთრებულ გარემოში მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, მოწეულ მოსავალს ქარხნები ორგანიზებულად იბარებენ.
ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა. ის ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) სასულიერო და სამონაზვნო დასიდან შვიდი სასულიერო პირი განკვეთა, მათ და კიდევ ორ ადამიანს ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში ცხოვრება და საქმიანობა, აგრეთვე, საეკლესიო მიწების გამოყენება აუკრძალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია და სამართალდამცველები ორ პირს ეძებენ. ქართული სოციალური ქსელის, Feedc-ის დამფუძნებელი ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე…
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლება ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.
უკრაინიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11