weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საზოგადოება

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 34 383 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2533 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 57 ინფიცირებული, 1762 კი გამოჯანმრთელდა.

ერაყის ქურთისტანში, დაჰუკის პროვინციაში, ბიზნესმენის ოჯახიდან 2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დანაშაულში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა. მათგან ორმა ძარცვა დაგეგმა, ორმა კი განახორციელა.

თბილსის საქალაქო სასამართლომ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სტუდენტებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებლით გაკვირვებულია. მისი თქმით, ახალგაზრდებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციაზე და შეეძლოთ, აცრის გადაწყვეტილება ადრე მიეღოთ.

„ჩვენს გუნდს და ჩვენს პარტიას დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდი და სტაბილური განვითარება“, – ამის შესახებ…

პროკურატურამ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის საქმეზე 8 სექტემბერს დაკავებულ 31 წლის რაფაელ მურსაკულოვს ბრალი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე…

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 34 225 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 2262 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2795 ადამიანი, 54 კი გარდაიცვალა.

ბათუმის ერთ-ერთი კოვიდ-სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტს კოვიდ-სასტუმროში შეყვანისთანავე, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილი დააკავა.

ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]