weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

საზოგადოება

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, 19 ივლისიდან იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი შეხვდა ვადიმ გობოზოვს, რომელიც ქართველი სამართალდამცველების მიერ განზრახ მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული და ათი თვე საპატიმროში იმყოფებოდა. ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ ბიბილოვმა…

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება, ადამიანები არ იცავენ პირბადის ტარების წესს, რის გამოც, შესაძლოა გასართობი ღონისძიებების გამართვაზე ისევ შეზღუდვები დაწესდეს.

სამართალდამცავებმა 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეზე ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

ხელვაჩაურში, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ოჯახს საცხოვრებელი სახლიდან ასახლებენ. დღეს, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, მურად ჯაყელმა პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და მუცლის არეში დანით ჭრილობა მიიყენა.…

ჩატარებული 30 867 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1663 ახალი შემთხვევა იყო, გუშინწინ კი – 1862. ბოლო შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელი 4.65%-ია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავა. საქმე ეხება „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის დაკარგვას, რის შესახებაც ცნობილი ორი…

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრმა ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“  პაციენტი სწორად მართეს. ეკატერინე ტიკარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, მძიმე ოპერაციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტი ნაადრევად ხომ არ გაწერეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე შეიწყალა. ე.წ. პრეზიდენტის განკარგულება დღეს საჯაროდ გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]