weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

საზოგადოება

ისრაელის მთავრობამ საქართველო, კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, ე.წ. წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა. 23 ივლისის შემდეგ, საქრთველოდან ისრაელში დაბრუნებულ პირებს სრული – 7-დღიანი კარანტინის გავლა და უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ.

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურა მახარაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც მახარაძემ განაცხადა, მან ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა არ დააკონკრეტა რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს.

თიბისი პირველი კომერციული ბანკია კავკასიის რეგიონში, რომელმაც „კლიმატის მწვანე ფონდის” (GCF) აკრედიტაცია მიიღო. ამასთანავე, თიბისი ერთი-ერთია მსოფლიოში იმ ათი კომპანიიდან, რომლებსაც წელს ეს პრესტიჟული სტატუსი მიენიჭათ.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ორგანიზაცია „ალტ ინფო“, რომელიც ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებით არის დაკავებული, აცხადებს, რომ მათი წევრები, კერძოდ, კი შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია პოლიციის განყოფილებაში…

თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. როგორც კლინიკაში განაცხადეს, ერთ თვემდე ასაკის ჩვილს კორონავირუსის „ალფა“ (ე.წ. ბრიტანული) შტამი დაუდასტურდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოს ხეობაში, სავარაუდოდ სალაშქროდ მყოფი ორი ადამიანი დაიკარგა. მათ მეორე დღეა მაშველები ეძებენ. დილიდან სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 13 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 466 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რამ გამოიწვია ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ის დაბლოკვა 15 ივლისს, „ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის დაწყების შემდეგ. გამყრელიძის თქმით, რეგისტრაციის პირველივე წუთებში ვებ-გვერდზე 120 ათასამდე ადამიანი შევიდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]