საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები ეწინააღმდეგებიან ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების ინიციატივას, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება საზოგადოების განვითარებაზე.
თბილისში, 5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი საავადმყოფოდან გაწერეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ის რამდენიმედღიან სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.
ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 33 629 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1108 შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 1043. 9 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.06%-ია, ბოლო…
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ეწვია, რომელმაც წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სხეულის წმინდა ნაწილი ჩამოიტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.
5 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ და „მთავარი არხის“ თანამშრომლების მიმართ ძალადობისა და საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 23 895 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 8 ივლისს, 1043 შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.64%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 3.89%-ს.
საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გაქურდვისთვის სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა - 2004 წელს…
საკონკურსო კომისიამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია, ხოლო ცესკოს წევრობის კანდიდატებად…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11