weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საზოგადოება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 18 თვეა. ემისია სრულად თიბისი ბანკმა შეიძინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფონიჭალაში დააკავეს 1987 წელს დაბადებული ფ.ა., რომელმაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.

სამართალდამცავებმა 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის მიმართ ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ.. გამოძიებით…

5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულებს - ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას საჩუქრად გადმოსცემს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოს ხეობაში დაკარგული ორი ახალგაზრდა მაშველებმა იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩაყვანა უსაფრთხო ადგილას.

„ერთი მილიონი „ფაიზერის“ მოწოდება უკვე დაიწყო. ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინები. ასევე, ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც რამდენიმე კვირაში მივიღებთ. კიდევ ერთი მილიონი „სინოფარმი“ და…

ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსზე 34 979 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 1808-ის პასუხი დადებითი იყო. გუშინ ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გუშინწინ – 1398. 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.17%-ია, ბოლო…

ისრაელის მთავრობამ საქართველო, კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, ე.წ. წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა. 23 ივლისის შემდეგ, საქრთველოდან ისრაელში დაბრუნებულ პირებს სრული – 7-დღიანი კარანტინის გავლა და უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ.

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურა მახარაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც მახარაძემ განაცხადა, მან ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა არ დააკონკრეტა რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]