საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი, 45 წლის სიმონ მარგოშვილი (პასპორტის მიხედვით, ხიზირ გაურგაშვილი) დააკავეს. პოლიცია მარგოშვილს 17 იანვრიდან ეძებდა და როგორც შინაგან საქმეთა…
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრიფინგი გამართა და მტკიცებულების სახით ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო კაბინეტში გადაღებული ფარული ვიდეო ჩანაწერი გაასაჯაროვა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დამტკიცდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, გეგმის ძირითადი ამოცანა არის ის, რომ წლის ბოლომდე ვაქცინაციამ მოსახლეობის 60% (1 691 214 ადამიანი) მოიცვას.…
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაამტკიცებს. გახარიას თქმით, ამ გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე, აცრილი უნდა იყოს მოქალაქეების სულ მცირე 60%.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 019 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1179 პაციენტი, ხოლო 11 – გარდაიცვალა.
სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის იდენტიფიკაცია – პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2-დღიანი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საქართველოს პარლამენტში „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლითაც კანონში გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები განისაზღვრება.
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11