weather cur horoscope tv
მაისი 21, 2024

საზოგადოება

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვის გვირაბში, ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

ეროვნული სამოსის დღე, გურჯაანში, მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. ღონისძიება ქალაქ გურჯაანის განახლებულ ცენტრალურ პარკში გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი მყოფი 9 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.

მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხებოდა.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ოთხი ტელეკომპანიის – „მთავარის“, „ფორმულას“, „პირველისა“ და „კავკასიის“ წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ელჩს, კელი დეგნანს შეხვდდნენ.

თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა.

ევროპარლამენტის წევრები ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტეგა, მარკეტა გრეგოროვა, მიხაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]