საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კახეთში, სოფელ კარდენახის შემთხვევასთან კავშირში მყოფი 39 პირიდან კორონავირუსის სიმპტომები არცერთს არ აქვს. ამის შესახებ „რეგინფოს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა მანანა გოგაშვილმა განუცხადა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა ბანკის 7 თანამშრომელს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ფულთან ჰქონდათ შეხება. ეროვნულ ბანკში არ განმარტავენ, ინფიცირებული პირები…
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, რადგან ამას თავისი შემდგომი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვისაც, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.
სოციალური დისტანციის წესის დარღვევისთვის ზუგდიდში მოქალაქე ლადო აბსანძე და მისი შვილი პოლიციელებმა 3000 ლარით დააჯარიმეს. ლადო აბსანძის თქმით, შვილთან ერთად სუპერმარკეტთან რიგში იდგა, რა დროსაც პოლიციელებმა მას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი აირი არაუმეტეს 200 მ3-სა, მთავრობის მიერ გამოყოფილი სუბსიდიის თანხა პირად ბარათზე აესახებათ.
კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათის ფარგლებში, დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი 671 000 აბონენტს დაუფინანსდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია…
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსზე შემოწმების ახალი წესი დამტკიცდა, რომლითაც გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისაც ტესტირება ჩაუტარდება. ახალი პროტოკოლის თანახმად, ტესტირება ჩაუტარდებათ იმ…
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.
თელავიდან თბილისის მიმართულებით, ტაქსით მგზავრობის ღირებულება გაორმაგდა. აქამდე ერთი ადამიანი 15 ლარად მგზავრობდა, ახლა კი იმის გამო, რომ მანქანაში მძღოლის გარდა მხოლოდ 2 მგზავრის ყოფნაა ნებადართული, მგზავრობის ღირებულება თითოეული მგზავრისთვის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11