საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლენტეხში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო, შესაძლოა, კონტროლის სპეციალური რეჟიმი დაწესდეს და ზომები გამკაცრდეს. ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ინფექცია დისგან გადედო, რომლის მეუღლეც…
დღეიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემა განაახლა. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, დაჩქარებული მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი 10 დღეში მიიღებს.
ლენტეხში 50 წლამდე ასაკის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია „რეგინფოს“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა დაუდასტურა. ინფიცირებული ლენტეხის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, საიდანაც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ან საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ.
საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში დღეიდან გაიყიდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. პირბადეები პირველ რიგში მარნეულის, ბოლნისისა და ვანის რაიონების აფთიაქებს მიეწოდება,…
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. შესაბამისად, ჩატარდება პროაქტიული თერმოსკრინინგი. აგრეთვე, მუნიციპალიტეტის გასასვლელში მოწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი…
„მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ - ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა…
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ბენიამინ ფალავანდიშვილს და საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება მერის მეუღლეს, რომელიც საჩხერის კლინიკაში ინფექციონისტად მუშაობს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, რომელიც კასაბლანკას პორტიდან მადეირასკენ მიცურავდა, 22 წლის ქართველი მეზღვაური ნიკოლოზ შაშიკაძე გაუჩინარდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, გემის კაპიტნისგან მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.
3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე, სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11