საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილმა მამა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული ო.ბ-მ 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით მიაყენა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
ქარელის მუნიციპალიტეტში, ყინწვისის მამამათა მონასტერში გვიან ღამით მომხდარ დაპირისპირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით იძიებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
საგაზაფხულო სამუშაოების გამო კახეთის რეგიონში 22 აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გადაადგილება დასაშვებია დილის 6-დან 8 საათამდე და საღამოს 6-დან 7 საათამდე.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.
მესტიის რაიონის სოფელ ჟაბეშში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის, 36 წლის ბესიკ იოსელიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მესაზღვრის, ბესიკ ნავერიანის ოჯახსა და სახლს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იცავენ.
„დღეს ჩვენ შევედით მე-5 კვირაში. ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის…
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
თბილისის პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ს.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს სასაზღვრო პოლიციის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრეს ბ. ნ-ს, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელი, 36 წლის ბესიკ იოსელიანი ცეცხლსასროლი…
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში დღეს, დილით, 06:08 საათზე მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ახალსოფელში იყო, ქალაქ ყვარლიდან 9 კილომეტრში. მიწისქვეშა ბიძგები 10…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11