საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
COVID-19-ით დაინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ცხედარი სპეციალური წესების დაცვით უნდა დაიკრძალოს. აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის ბრძანება არეგულირებს.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს, დილით გარდაიცვალა 79 წლის ქალი ქვემო ქართლიდან, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, სამართალდამცავებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 1434 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 1421 ფიზიკური, 14 კი იურიდიული პირია. ჯარიმის სახით ამოსაღები თანხა 4.5 მილიონ…
12 წლის წინ, ატმის დაბერებული ხეები მოჭრა და ბოსტანში ტიტა დარგო. „მეზობლები გაკვირვებულები დარჩნენ, ვინ მარწყვს ამრავლებდა, ვის ბოსტნეული მოჰყავდა და მე ტიტა რომ დავრგე, მეუბნებოდნენ, საიდან მოიგონეო. რაც ატამი…
საქართველოს პროკურატურამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა.
ქალაქ რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კორონავირუსი აღმოაჩნდა საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის ინფიცირებული თანამშრომლებიდან ერთ-ერთია. კორონავირუსი აქვს საკრებულოს წევრის მამასაც.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესიის წინამძღვრებს რეკომენდაცია მისცა, ხვალიდან, 4 აპრილიდან, ლოცვები 16:00 საათზე დაიწყოს და 20 საათზე ეკლესიები დაიკეტოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს. ჯარიმების შედეგად ამოსაღებმა თანხამ 2 130…
მარნეულიდან, რამდენიმე დღის წინ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, მკვეთრი დადებითი დინამიკის გამო ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. პაციენტი მკურნალობის…
„კორონავირუსის პიკურ სტადიას შესაძლოა ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან. რამდენად ხანგრძლივი და რა ოდენობის პაციენტები გვეყოლება ჩვენ უკვე აპრილის ბოლოს და მაისში, ასევე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11