weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოავლინა.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყო, რომლის პირველი პარტიაც მზად 19 მარტს იქნება. პირბადეები პირველ ეტაპზე იმ ადამიანებზე განაწილდება, ვინც კორონავირუსით ინფიცირების…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა თანადგომაში“, რომელიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უფასო სასადილოში კვებით უზრუნველყოფს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მომსახურების წესი დროებით შეიცვალა.

კარანტინის, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარს შეადგენს.

გუდაურიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ რამდენიმე პირს, ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შესასვლელში ხალხისგან თავის დასაცავად ლითონის ღობე დაამონტაჟეს. მერთან და მერის მოადგილეებთან ნებართვის გარეშე შესვლა შეიზღუდა. მოქალაქეები ვერც საკრებულოს სხდომებზე დასწრებას ახერხებენ, რომელიც კანონით საჯაროა. შეზღუდვები კორონავირუსს არ…

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, აჭარის საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ნაზიბროლა ქობულაძე წაიყვანს. ქობულაძე მანამდე tv 25-ში მუშაობდა გადაცემის „საზოგადოებრივი პოზიცია“ წამყვანად.

Covid19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. სამინისტროს განცხადებით, ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი ისე უნდა დაგეგმონ, რომ ეროვნული…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]