საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთთან ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა ახალგაზრდა კაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მწყემსია, შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც ის ლიანდაგებზე გადადიოდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება. მისი თქმით, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმება მიღწეულია და მერია თანახმაა, მარჯვენასაჭიანი ტაქსები „ბ კატეგორიაში“ 2020 წლის ბოლომდე…
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანი არის მოსამართლეთა გუნდი, რომელიც კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობს. მურუსიძის თქმით, იმ პრინციპით, რა პრინციპითაც არასამთავრობო სექტორი მათ „კლანს“…
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა, სადაც მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განხილულიყო, ერთი დღით გადაიდო და 18 აპრილის ნაცვლად, 19 აპრილს ჩაინიშნა.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება, მძღოლებს კი მართვის მოწმობის აღება მოუწევთ. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
თბილისში, რუსთაველის პირველ ნომერში, „პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაშია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება შესაძლებელია. ირაკლი კობახიძის თქმით, დასკვნასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი გამართლდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვინაიდან საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა, 2018–2019 სასწავლო წელს მე–12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები 55 წლის ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მამაკაცს კაჭრეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა სცემეს, რის გამოც თავის ტრავმა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11