weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2025

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქ.ჩ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 წელს, ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური ზომის, ხოლო ფოთში, ახალციხესა და მარნეულში 25-მეტრიანი საცურაო აუზების მშენებლობაა დაგეგმილი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გადასასვლელი პუნქტი სამი დღით გახსნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარს 176 ადამიანი გადაკვეთს და 22 თებერვალს კვლავ დაიკეტება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის N4, ხორხელის, დუმასტურისა და ყვარელწყლის საბავშვო ბაღები დააჯარიმა. სააგენტოს წარმომადგენლის, ნანა ახალმოსულიშვილის განმარტებით, გაცემული მითითებების შეუსრულებლობის გამო, თითოეული ბაღი 1200 ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც ბათუმში, სხვადასხვა დროს, სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული იმავე აპარატებით ინტერნეტტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით…

2019 წლის 18-23 ივნისს, პირველად თბილისში, პრაიდის კვირეულის (Tbilisi Pride 2019) ჩატარება იგეგმება. როგორც კვირეულის ორგანიზატორები აცხადებენ, გაიმართება სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება, რომელსაც „ღირსების მარში“ დაასრულებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში იყო.

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგომ და ბიჭმა თვითმკვლელობა სცადეს. გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციაშია მოთავსებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, 2018 წელს სურსათში ტყვიის შემცველობის კვლევის ფარგლებში 1176 ნიმუში აიღეს. ტყვიის ნორმასდთან შეუსაბამობა გამოვლინდა 23 (2%) შემთხვევაში – ნედლი რძის 15 და სუნელების…

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა. ამ დრომდე ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]