weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2025

საზოგადოება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 29 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრიდან 62-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსაჯვრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დეკანოზი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანს საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ახალქალაქში ქალის მოტაცების ბრალდებით ოთხი მამაკაცი დააკავეს. დადგენილია კიდევ ერთი პირის ვინაობა, თუმცა ამ დროისთვის ის დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის…

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მუქარაში ბრალდებულს ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ჩრეკის შედეგად კი სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ამოიღეს. შსს-ის ინფორმაციით,…

თბილისის მერის განცხადებით, კომპანია „სისტრას“ კვლევაზე დაყრდნობით, დედაქალაქში MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება. კახა კალაძის ინფორმაციით, „სისტრა“ აწარმოებს კვლევას, თუ რა რაოდენობის და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ ქუთაისში ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა და ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა. შსს-ს ცნობით, 17 წლის ბ.გ.-მ სასურსათო მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 173 ლარი გასტაცა.…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]