საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ფოთში ფერომონიანი დამჭერები დაამონტაჟეს.
ვარშავის აეროპორტში შემხვდნენ სამუშაოდ ჩამოსული ქართველები, რომლებსაც კბილები არ აქვთ, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. გადაცემაში „კვირის აქცენტები“ სააკაშვილმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცივი იარაღით დაჭრეს, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის იმ ნაწილმა, რომელიც ფარმაცევტული მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტს ეხება, ნეგატიური პოზიცია გამოიწვია და ლოგიკურია, რომ პარლამენტმა ამ საკითხის განხილვა…
საქართველოს სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, პირველ კლასში 56 518 მოსწავლეა დარეგისტრირებული. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი საჯაროდ კომპიუტერს მიიღებს.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის გაუძღვეს საინფორმაციო კამპანიას და მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.
„არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიკურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე. პატრიარქმა მარიხუანას მოხმარებასა…
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება.
„თავსაფარი, რასაც ჰქვია მანდილი, ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ, მაგის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას, ისე უხდება ქალს მანდილი. ეს არის ყველაზე ისეთი თვისება ქალბატონისთვის, როცა მანდილით გამოდის ქუჩაში...…
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი მ.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11