საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის საკითხს პანკისის სალაფიტური თემის იმამი თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილი გამოეხმაურა. იმამის განცხადებით, ის თავისი ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი გეგმები არ შეუცვლია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6017 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5980 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მთავრობა ექსპორტზე გასატანად, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება სისხლის სამართლის წესით დასჯადი…
იტალიის ქალაქ კოზენცაში გამართულ გამოფენაზე ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი გამოიფინა. გამოფენას, რომელიც ქუთაისელი მხატვრებისთვის გამართული ვორქშოპის ბოლოს მოეწყო, თავად გიორგი ჭიღვარიაც ესწრებოდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ხულოს მუნიციპალიტეტში ორი ეკლესია გაქურდეს. სხალთის ეპარქიის განცხადებით, ორივე ტაძარში ქურდი ფანჯრიდან შევიდა და შესაწირი ყუთები წაიღო.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა. პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო ნომერია 2, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატის, გრიგოლ…
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყო. მან მთავრობას გადადგომისთვის 24 საათიანი ვადა მისცა.
თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე მდებარე N101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში 14, 15 და 8 წლის ბავშვები მოყვნენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11