weather cur horoscope tv
იანვარი 06, 2025

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, 1982 წელს დაბადებული თ.დ. კი ამხილეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

თბილისში, დიდუბეში, სავაჭრო ცენტრი „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს 15 აგვისტოდან განახორციელებს. კომისია 24 საათიან რეჟიმში შეამოწმებს რამდენად იცავენ კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და რამდენად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან აბონენტებს.

თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხოლო სამი ადამინი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, დაშავდა.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება. პროექტის ღირებულება 17 მილიონ 600 ათასი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნორიოში, მარტყოფში, ახალსოფელში, ახალ სამგორსა და ვაზიანში მცხოვრები 35 000…

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მოქალაქე ბადრი ბერიძეს, რომელმაც ავტომობილი ღამით საცხოვრებელი სახლის ეზოში გააჩერა, დილით ოთხივე საბურავი მოხსნილი და მოპარული დახვდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძმები - 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ჩ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ჩ., პოლიციელზე…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ.

ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად საკანალიზაციო მილების საწმენდი ქიმიური საშუალება „კროტი“ შეჭამა. ბავშვი თბილისში იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

17 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში და რეგიონებში საყოველთაო ჯვრისწერა ჩატარდება. ამ დროისთვის საყოველთაო ჯვრისწერისთვის 300-მდე წყვილია დარეგისტრირებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]